,,კოლხეთი 1913″-ის ფეხბურთელები და გულშემატკივრები ფოთის მერიასთან შეიკრიბნენ

,,კოლხეთი 1913″-ის ფეხბურთელები და გულშემატკივრები ფოთის მერიასთან შეიკრიბნენ. ისინი
ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ. ამბობენ, რომ აუცილებელია დროულად გამოინახოს ფინანსური სახსრები, რათა მოხდეს გასულ სეზონში მოასპარეზე ფეხბურთელების დავალიანების დაფარვა.
საუბარია 45 ათას ლარზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი სპორტულ- ტექნიკური კომისია აამოქმედებს სანქციას და გუნდს 6 ქულა დააკლდება, ეს კი გუნდის სატურნირო მდგომარეობის უკიდურესად გაუარესებას გამოიწვევს.
ფოთის მერიაში კომენტარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებიათ.






