ბიძინა ესებუა: ჩემი ძმა ხვალ ჩამოვა თბილისიდან და ყველა კითხვას გასცემს პასუხს

- იდენტიფიცირებული, სავარაუდო თავდამსხმელის, ბადრი ესებუას ძმა, ბიზინა ესებუა ირწმუნება რომ მისი ძმა ხვალ თბილისიდან ზუგდიდში დაბრუნდება და ყველა საჭირო კითხვას ზუსტ პასუხებს გასცემს. ამის შესახებ ბიძინა ესებუამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ბიძინა ესებუა მიიჩნევს, რომ მისი ძმა უდანაშაულოა და ის ფიზიკურ მსგავსებასაც ვერ ხედავს რეალურ თავდამსხმელსა და მის ძმას შორის.
“ის თავდამსხმელი იყო მაღალი და ჩემი ძმა იმაზე დიდად დაბალია. ვერც ხმას მივამსგავსე. ასე რომ ეს ყველაფერი სიცრუედ მიმაჩნია. რატომ გახვიეს ჩემი ძმა ამ ისტორიებში ჩემთვის გაუგებარია”-ამბობს ბიძინა ესებუა.
ბადრი ესებუას ძმას ზუსტად არ ახსოვს როდის წავიდა მისი ძმა თბილისში, ორშაბათს თუ სამშაბათს, თუმცა ის ზუსტად ახსოვს, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში არ იმყოფებოდა.
მსგავსი სიახლეები

დავით კოდუა: პარლამენტში ჩემი უფლებამოსილების ცნობის დღიდან დავიწყებ ყველა სოფლისა და ქალაქის ყველა უბანში პრიორიტეტების დოკუმენტის შექმნას

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: უზომო ტკივილსა და მწუხარებას ვგრძნობთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის გარდაცვალების გამო




