პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ სამეგრელოს ეწვევა

ხვალ სამეგრელოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეწვევა. ამის შესახებ STV NEWS-ს სამთავრობო წყარომ განუცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი კონკრეტულად წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარე ენგურჰესის თაღოვან კაშხალს მოინახულებს და აქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა.
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი სამეგრელოს რეგიონში მხოლოდ ამით შემოიფარგლება.






