ფოთის საბავშვო ბაღების 1492 პატარა საახაწლო საჩუქრებს მიიღებს

ფოთში, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელებისთვის, საახალწლო საჩუქრების გადაცემა მიმდინარეობს.
სადღესასწაულო ტკბილეულს საბავშვო ბაღების 1492 პატარა მიიღებს.
ქალაქის ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე მე-16 საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმს დაესწრო და აღსაზრდელებს ახალი წლის დღესასწაული პირადად მიულოცა.
სადღესასწაულო საჩუქრების დარიგების პროცესი 27 დეკემბერს დაიწყო და არდადეგების დაწყებამდე დასრულდება.
მსგავსი სიახლეები

პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასრულდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრში საბავშვო ბაღების პედაგოგებისა და აღმზრდელებისთვის პრაქტიკულ-თეორიული სემინარი ჩატარდა



