ილონ მასკი: არასამთავრობო ორგანიზაციები დემოკრატიის განადგურებას ცდილობენ!

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა არასამთავრობო ორგანიზაციები დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა.
„არასამთავრობო ორგანიზაციები დემოკრატიის განადგურებას ცდილობენ!“, – აღნიშნა ილონ მასკმა.
ილონ მასკი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, რუმინეთის მთავრობამ, ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა და სოროსისა და USAID-ის მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეხვედრა გამართეს მოახლოებული არჩევნების წინ ონლაინ ცენზურის კოორდინაციის მიზნით.



