ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს სრულად აქვთ შელახული რეპუტაცია

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს სრულად აქვთ შელახული რეპუტაცია, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ თებერვალ-მარტში მოიწვია ეუთო/ოდირის მისია, რომლებიც ჩამოვლენ და დააკვირდებიან 26 ოქტომბრის არჩევნებს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს სრულად აქვთ შელახული რეპუტაცია. გახსოვთ რა მოხდა წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც გაყალბდა „პივიტი“, გაყალბდა მონაცემები ზედმეტობებთან დაკავშირებით. როდესაც ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს ცესკომ დაგვიანებით გამოაქვეყნა შედეგები და ა.შ. ასევე გახსოვთ საერთო ყალბი შეფასება, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ათეულმა ე.წ. ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. შელახულია ადგილობრივი დამკვირვებლების იმიჯი ძალიან სერიოზულად. აქედან გამომდინარე, გვაქვს სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში. ჩვენ ჯერ კიდევ თებერვალ-მარტში მოვიწვიეთ ეუთო/ოდირის მისია და ისინი ჩამოვლენ საქართველოში, დააკვირდებიან არჩევნებს, ისევე, როგორც უზრუნველყოფილი იქნება რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი მისიის ჩამოსვლა საქართველოში. ჩვენი პოლიტიკა არის აბსოლუტურად ღია ამ მიმართულებით. რაც მეტი მით უკეთესი – ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება. აქცენტი გაკეთდება არსებითად საერთაშორისო, უცხოელ დამკვირვებლებზე“, – აღნიშნა კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: შემაშფოთებელია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირმა თვითონ აღიარა, რომ უარი იყო უსამართლო

ირაკლი კობახიძე: ძალიან კარგი იქნებოდა, თუ აშშ შემოიღებს უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენი ძალისხმევა არ არის საკმარისი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერაც იყოს


