კვარაცხელია პირველი ქართველია, რომელიც ფიფა-ს ათეულში მოხვდა – ვინ მისცა ქართველ თავდამსხმელს ხმა

ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ფიფა-ს გამოკითხვაში საუკეთესო ათეულში მოხვდა. ეს ქართული ფეხბურთისთვის დიდი წარმატებაა.
- ლიონელ მესი, არგენტინა 48
- ერლინგ ჰალანდი, ნორვეგია 48
- კილიან მბაპე, საფრანგეთი 35
- კევინ დე ბრუინი, ბელგია 32
- ვიქტორ ოსიმენი, ნიგერია 24
- როდრიგო ერნანდეს კასკანტე (როდრი), ესპანეთი 24
- ჯულიან ალვარესი, არგენტინა 21
- ბერნარდო სილვა, პორტუგალია 18
- ილკაი გუნდოგანი, გერმანია 13
- ხვიჩა კვარაცხელია, საქართველო 7
დაგაინტერესებთ, ფიფას გამოკითხვაში ვინ მისცა ხმა საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელს. „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ,,სარბიელის” მეპატრონემ, ზურაბ ფოცხვერიამ და რუსეთის ნაკრების კაპიტანმა, გიორგი ჯიქიამ კვარაცხელია პირველ ადგილზე დაასახელეს; ჩვენი გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ და კვიპროსის ნაკრების მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ კი ხვიჩას მე-3 ადგილი დაუწერეს.
ვინ მისცა ხმა ხვიჩა კვარაცხელიას
კაპიტნები
- დომინიკა, გლენსონი პრინცი – მე-3 ადგილი
- გაბონი, ბრუნო ეკუელე მანგა – 3
- კოსოვო, ამირ რაჰმანი – 2
- რუსეთი, გიორგი ჯიქია – 1
- ბერმუდი, მაიკლ ფინდლეი – 3
- ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, რაულ სავოი – 2
მწვრთნელები
- საქართველოს მწვრთნელი ვილი სანიოლი
- ხვიჩა კვარაცხელია, ერლინგ ჰალანდი, როდრი
- კვიპროსის მწვრთნელი თემურ ქეცბაია
- ლიონელ მესი, კევინ დე ბრუინი, ხვიჩა კვარაცხელია
- ფიჯის მწვრთნელი ტიმო იანკოვსკი – მე-3 ადგილი
- ისრაელის მწვრთნელი ალონ ჰაზანი – 3
- ნეპალის მწვრთნელი ვინჩენცო ალბერტო – 2
მედია
- საქართველო, სარბიელი, ზურაბ ფოცხვერია
- ხვიჩა კვარაცხელია, ილკაი გუნდოგანი, როდრი
ქართველების გარდა, ხვიჩა კვარაცხელია მედიიდან საუკეთესოდ ასევე დაასახელეს მალტის წარმომადგენლებმა, მე-2 ადგილზე გაიყვანეს ლიეტუვის, სამხრეთ აფრიკის, ტაჯიკეთისა და უგანდის ჟურნალისტებმა, ხოლო მესამეზე – დანიამ, ფინეთმა, უნგრეთმა, რუმინეთმა, მონტენეგრომ, რუსეთმა, ისლანდიამ, ალჟირმა, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებმა, კამბოჯამ, ჰონგ კონგმა და იემენმა.




