stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებირეგიონი

გოგა ჩანადირი ბალდის კანიონის პროექტზე: სოფელი შენარჩუნდება, ადამიანები აღარ იფიქრებენ გაქცევაზე

27.12.2023 / 27 დეკემბერი 2023
გოგა ჩანადირი ბალდის კანიონის პროექტზე: სოფელი შენარჩუნდება, ადამიანები აღარ იფიქრებენ გაქცევაზე

ბალდის კანიონის პროექტმა ტურიზმის სფეროს წამყვან კომპანიებსა და ამ სექტორში მომუშავე ორგანიზაციებში დიდი ინტერესი გამოიწვია. სპეციალისტები აღნიშნული პროექტის პერსპექტივას ხედავენ და მიაჩნიათ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ სამეგრელოს რეგიონს, კონკრეტულ სოფლებს და იქ მცხოვრებ მოსახლეობას სერიოზული სარგებლის მიღება შეეძლებათ.

ფოტოხელოვან გოგა ჩანადირის მოსაზრებით, ეს პროექტი, ტურისტების მოზიდვის გარდა, ადგილობრივებს სოფლად დარჩენასა და ადგილზე დასაქმებაში შეუწყობს ხელს.

„ბალდის ხეობა ბუნებრივად არის მიზიდულობის ცენტრი, როგორც გარემოს, ასევე, ტურიზმის თვალსაზრისით. ახლა მთავარია, რომ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც გახდეს მიმზიდველი ადგილი. აქ ტურისტების მოზიდვა ნიშნავს მხარის განვითარებას, მეტ ტურისტს და რაც მთავარია, სოფლის შენარჩუნებას. ადამიანები აღარ იფიქრებენ გაქცევაზე, რადგან ისინი თავად გახდებიან ტურიზმის ნაწილი და ექნებათ შემოსავალი.

მე მომწონს, რომ ბუნების მიმართ ინტერესი მთელ მსოფლიოში იზრდება. შესაბამისად, ეს პროექტი ახალი ტურისტების ჩამოსვლას გამოიწვევს. შესაძლოა, ვიზიტორი კონკრეტულად ბალდის ხეობის გამოც ჩამოვიდეს საქართველოში. მე პირადად არაერთხელ ვყოფილვარ ამა თუ იმ ქვეყანაში კონკრეტული ერთი სანახაობის გამო“, – განაცხადა გოგა ჩანადირმა.

როგორც ხელოვანმა აღნიშნა, პროექტი ბალდის კანიონის სრულყოფილად დათვალიერების შესაძლებლობას იძლევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ, მხარი უნდა დავუჭიროთ ამ იდეის განვითარებას. ძალიან გამიხარდება, რაც შეიძლება მალე გაიხსნას ეს ადგილი ტურისტებისთვის. როგორც ფოტოგრაფს, ყოველთვის მრჩებოდა დაუკმაყოფილებლობის განცდა, რადგან ბოლომდე ვერ ვნახულობდი. დღეს კი პროექტი იძლევა საშუალებას, უკვე სხვანაირად შეხედო ბალდის ხეობას“, – განმარტა გოგა ჩანადირმა.

შეგახსენებთ, რომ ბალდის კანიონის პროექტზე კომპანია „კანიონი 350“ მუშაობს. კომპანიას ხეობის 2500-მეტრიანი მონაკვეთის ნაწილი – 500 მეტრის სიგრძის მონაკვეთი იჯარით, კონკრეტული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად გადაეცა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანიამ აიღო ვალდებულება, მთის გაყოლებაზე მოაწყოს 400 მეტრის სიგრძის ვიწრო საფეხმავლო ბილიკი და 370 მეტრზე როლერის ატრაქცია, რაც ასეთი ტიპის პირველი ატრაქციაა საქართველოში, თუმცა, ის აპრობირებული და პოპულარულია მსოფლიოს მასშტაბით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებული პირველი პროექტი საქართველოში,  სადაც შშმ პირები თავისუფლად შეძლებენ ისარგებლონ ადგილზე მოწყობილი ინფრასტრუქტურით, როგორც ბილიკებით, ასევე როლერის ატრაქციით.

პროექტის დასრულების შემდეგ იქ მისული დამთვალიერებელი კანიონის იმ ნაწილს გაივლის, რომელიც აქამდე მიუწვდომელი იყო.

წინა პოსტი

ხობში, წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვეს

შემდეგი პოსტი

ანაკლიის განვითარების სააგენტო ₾2.8 მილიონად საკონსულტაციო სერვისებს შეიძენს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ბალდის კანიონის მოწინააღმდეები მერიასთან აქციას მართავენ

ბალდის კანიონის მოწინააღმდეები მერიასთან აქციას მართავენ

მარტვილში ბალდის კანიონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება

მარტვილში ბალდის კანიონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება

ბალდის კანიონის ინვესტორისთვის გამოწერილი ექვსივე ჯარიმა სასამართლომ ბათილად სცნო

ბალდის კანიონის ინვესტორისთვის გამოწერილი ექვსივე ჯარიმა სასამართლომ ბათილად სცნო