სამეგრელოში კორონავირუსის კიდევ 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 61 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა, მათგან კორონავირუსი 14 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 3 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 1 უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტები არიან, ხოლო 1 -ის დაინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს.
6 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, მათგან ყველა უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 2 შემთხევა სენაკში, რომელთაგან 1 უკვე გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია, ხოლო მეორეს ინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს.
ასევე, 2 შემთხვევა დაფიქსირდა ჩხოროწყუში და მიმდინარეობს მათი წყაროების მოიება. რაც შეედება კიდევ 1 შემთხვევას, ის უკავშირდება ოკუპირებული აფხაზეთის უკვე დადასტურებულ კონტაქტს. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსულებელმა მალხაზ თორიამ გამაცხადა, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
რეგიონის მაშტაბით, მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 231 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 78 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 28 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ფოთის კლინიკიდან გაეწერა 3 კოვიდ პაციენტი, რომელთაგან 1 ფოთელია, ხოლო 2 კი გურიის რეგიონის მაცხოვრებელია. რუხის კლინიკიდან გაეწერა 2 პაციენტი, ორივე ზუგდიდის მაცხოვრებელია. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 131 ადამიანი.




