„თითქოს, მიტოვებულ ქალაქში ვარ“ – ომიდან 25 წლის შემდეგ სოხუმში
ვიდეო, რომელიც რუსმა ტურისტმა გადაიღო სოხუმში, 2018 წლის 13 ივლისს არის გამოქვეყნებული. მისი პირველი შთაბეჭდილება ასეთია:
„თითქოს, მიტოვებულ ქალაქში ვარ“… უკვირს, რომ ომიდან 25 წლის შემდეგ სოხუმში ისევ ნანგრევები დგას და იქ ჩასვლას ტურისტებს არ ურჩევს.
12-წუთიან ვიდეოში, ნახეთ, ნაცნობი ადგილები ქალაქში, რომელიც 25 წელია, აღარ გვინახავს.




