სენაკის ცენტრალურ სკვერში სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა (R)

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ჟიული შარტავას სახელობის ცენტრალურ სკვერში, საახალწლო კონცერტი გაიმართა.
საახალწლო კვირეულის ფარგლებში გამართულ საღამოს, რომელშიც მონაწილეობა ჯგუფმა ,,რეზო და ბავშვები“, მომღერალმა და შოუს წამყვანმა ბოკა კვეკვესკირმა მიიღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რამაზ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შოუ-კონცერტი ფოიერვერკით დასრულდა.




