მარტვილის ცენტრამდე მისასვლელი გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილის ცენტრამდე მისასვლელი 5-კილომეტრიანი გზის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე პროცესს სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ვერავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან, თორნიკე ჯანაშიასთან ერთად გაეცნო.
არსებული გზა წყალმომარაგება-წყალარინების მიმდინარე პროექტის განცორციელებისას, დაქსელვითი სამუშაოების დროს დაზიანდა. პროექტის დასრულების შემდეგ რეაბილიტირებულ გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული იქნება.
გზის აღდგენით სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
მსგავსი სიახლეები

მარტვილის მერია: გზების გაწმენდითი სამუშაოები ცენტრალურ საავტომობილო გზაზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

მარტვილის მერმა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა




