stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

    სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

27 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1603

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4302

დღის ამბები

2589

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

125

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

211

სამართალი

182

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბები

პრემიერმა მესხიას უნივერსიტეტში ახალი სასწავლო კორპუსი გახსნა

20.08.2025 / 20 აგვისტო 2025
პრემიერმა მესხიას უნივერსიტეტში ახალი სასწავლო კორპუსი გახსნა

პრემიერ-მინისტრმა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსი გახსნა.

„ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, ფუნდამენტური რეფორმები განვახორციელოთ საუნივერსიტეტო, უმაღლესი განათლების სფეროში, ამისთვის ვამუშავებთ კონცეფციას, რომელიც საზოგადოებას ახლო მომავალში წარედგინება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ კონცეფციაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა რეგიონულ უნივერსიტეტებს და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას.

პრემიერ-მინისტრმა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის არის ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება რეგიონში, რომელიც როგორც უმაღლესი განათლების, ისე პროფესიულ პროგრამებს ახორციელებს.

„უნივერსიტეტი ამზადებს კონკურენტუნარიან, მაღალკვალიფიციურ კადრებს, რომლებიც რეგიონის წარმატებულ მომავალს ქმნიან. ეს კადრები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაში. ამ ყველაფერს განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას სძენს უნივერსიტეტის მდებარეობა საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს. ის ფაქტი, რომ სტუდენტების 40% აფხაზეთიდან დევნილი ან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდაა, თქვენი უნივერსიტეტის მისიის გამორჩეულობას უსვამს ხაზს. სულ რაღაც 18 წლის წინ აქ 37 სტუდენტი სწავლობდა, დღეს ამ უნივერსიტეტში სწავლობს 2000 სტუდენტი, რაც მეტყველებს ძალიან სწრაფ წინსვლაზე. ეს წინსვლა და პროგრესი მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. თვალსაჩინოა აკადემიური ზრდაც. სასწავლო უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა სრულფასოვან უნივერსიტეტად, რომელსაც მნიშვნელოვანი პარტნიორობა აკავშირებს საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა უცხოურ უნივერსიტეტთან.

ეს პროცესი მიმდინარეობდა სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერის ფონზე, რაც ბოლო წლებში, მათ შორის, გამოიხატა არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტით. დღევანდელი დღეც არის ამის კიდევ ერთი გამოხატულება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა, ვიცე-პრემიერთან ირაკლი ჩიქოვანთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან, სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 250 სტუდენტზე გათვლილი ახალი სასწავლო კორპუსი დაათვალიერა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასწავლო სივრცეებს – აუდიტორიებსა და ლაბორატორიებს მოიცავს.

უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ მთავრობის მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია განხორციელებული სამუშაოების შესახებ, რომელთა შედეგად კორპუსში ასევე მოეწყო უწყვეტი განათლების ცენტრი და ბიბლიოთეკა სტუდენტებისა და უწყვეტი განათლების პროგრამებში ჩართული პირებისთვის.

ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ 1 749 770 ლარი შეადგინა.

პრემიერმა მესხიას უნივერსიტეტში ახალი სასწავლო კორპუსი გახსნა - image 2
პრემიერმა მესხიას უნივერსიტეტში ახალი სასწავლო კორპუსი გახსნა - image 3
Banner 1
წინა პოსტი

დადიანების ეკატერინესეული სასახლის რეაბილიტაცია მოხდება [ფოტო]

შემდეგი პოსტი

სენაკში 3,8 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

“პრაიმედმა” შიდსთან ბრძოლის კვირეული ზუგდიდის, შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში დაასრულა [ფოტო]

“პრაიმედმა” შიდსთან ბრძოლის კვირეული ზუგდიდის, შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში დაასრულა [ფოტო]

ზუგდიდში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კომპანია კავკასიის საერთაშორისო ოლიმპიადამ პროგრამის პრეზენტაცია გამართა

ზუგდიდში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კომპანია კავკასიის საერთაშორისო ოლიმპიადამ პროგრამის პრეზენტაცია გამართა

ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს

ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს

დღის ამბები

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

წყალდიდობა სენაკში I რა ხდება ახლა

ზუგდიდში დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე, რომელთაც 625 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდათ

ხობის მერი დავით ბუკია ნოჯიხევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხობში ხელოვნურსაფარიანი ორი მინი სტადიონი შენდება